ახალციხეში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია გრძელდება
ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში.
დაზიანებული და ამორტიზებული სახურავები ახლით იცვლება ზარზმელის ქუჩის №1, №2, №3, №4, №5, №6, №7, №8, №9, №10 და №13-ში მდებარე მრავალბინიან საცხროვრებელ სახლებზე.
მიმდინარე წელს ჯამში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 კორპუსის სახურავის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
მუნიციპალიტეტში კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია ეტაპობრივად გაგრძელდება.