ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აგარის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

1 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებები გაიმართა სოფლებში გურკელში, წინუბანში, აგარაში, საყუნეთსა და ზიკილიაში, სადაც თითოეულ დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და საკრებულოს დეპუტატი ესწრებოდნენ.

შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს ეყარა კენჭი და ხმათა უმრავლესობით გამოვლინდა პრიორიტეტები.

2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი დაიხარჯება.

გააზიარე