კროკობეთ მოყვარულთა ლიგა 2024
ქალაქ ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ფეხბურთში „კროკობეთ მოყვარულთა ლიგა 2024“ -ის რეგიონული თამაში გაიმართა.
მუნიციპალურ თამაშში გამარჯვებული ახალციხის მუნიციპალიტეტის „წნისის“ გუნდი ადიგენის მუნიციპალიტეტის გუნდს „რაჭველებს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.
ვულოცავთ წნისის გუნდს გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ თამაშებშიც.