შეხვედრა GIZ- ის წარმომადგენლებთან
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, პირველ მოადგილესთან ილია ზარდიაშვილთან და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელთან გელა ლომიძესთან ერთად, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში GIZ- ის ახალი საგრანტო პროგრამის, დაგეგმილი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს
GIZ-თან. აღნიშნულ ორგანიზაციასთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში გამოყოფილი გრანტით, ქალაქ ახალციხეში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.