მე-2 საჯარო სკოლაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში ქალაქ ახალციხის მე-2 საჯარო სკოლაში მასშტაბური ინფრასტუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლის 4 სართულიან შენობაში, ყველა სართულზე კაპიტალურად ეწყობა სველი წერტილები და ელექტრო გაყვანილობის სისტემა.
ახალი სასწავლო წლის დადგომამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის 18 სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760 000 ლარია გამოყოფილი.