ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალის მე-2 საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა ეწყობა

27 აგვისტო, 2019

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქ ვალის მე-2 საჯარო სკოლაში, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში ცენტრალური გათბობის სისტემა და საქვაბე ეწყობა. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760 000 ლარია გამოყოფილი. 

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო პირობები გაუმჯობესდება ქალაქ ახალციხის მე-2, მე-5 და მე-6, ქალაქ ვალის მე-2, სოფლების წყრუთის, ანის, სვირის, მინაძის, ანდრიაწმინდის, ურავლის, წნისის, აგარა-ზიკილიის, აწყურისა და საყუნეთის საჯარო სკოლებში.

გააზიარე