ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო

სააგენტოს შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2012 წელს დაარსდა ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო.

სააგენტო ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებს და მართავს სხვადასხვა დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კომპანიებს.

მისია :

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა

ძირითადი ფუნქციები:

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების დაგეგმვა და მართვა
  • დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მართვა

პროექტები:

ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო  ახორციელებს შემდეგ პროექტებს: „დანერგე მომავალი“,  „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აგროდაზღვევა“, „ახალგაზრდა მეწარმე“, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა“, „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“, „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“, „ფერმათა/ფერმერთა რეგისტრაციის პროექტი”.

 

ვებ გვერდი: http://apma.ge

გააზიარე