ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

კინოწარმოება

სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

აღნიშნული სერვისის მიღებისათვის  საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:

  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას;
  • ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და განმცხადებელს შორის;
  • განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერტიფიკატი უნიკალური კოდით;
  • სერტიფიკატის მიღებიდან 2 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა;
  • დასკვნის მიღებიდან 90 დღის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%;
  • 20%-ის ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს 2 წელი რომ შეავსოს, დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელ.ფორმა, ე.წ „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236);
  • სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე;
  • აპლიკაციის მიღებიდან  არაუგვიანეს 90 დღისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.

 

პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://e-services.economy.ge/filmcommission/registration

 

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ  ვებ გვერდზე:

http://www.enterprisegeorgia.gov.ge

გააზიარე