ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

28 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

სულ მალე სოფელ წყრუთში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი ექნებათ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

მერიისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 9 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.

გააზიარე