ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრები ანდრიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში

19 თებერვალი, 2024

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები ანდრიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გაიმართა.

საერთო კრებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, მერიის, საკრებულოს, ადმინისტრაციული ერთეულისა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

წყორძის, ანდრიაწმინდისა და ანდის მაცხოვრებლებმა შეხვედრებზე დასახლებებში არსებულ საჭიროებებებზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს მიმდინარე წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები.

ახალციხის მუნიციპალიტეტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 612 000 ლარი გამოეყო, რასაც ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანადაფინანსებაც დაემატება.

პრიორიტეტების გამოსავლენად, საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრები დასრულების ეტაპზეა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2024

#ახალციხე

+21

გააზიარე