ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა მრავალშვილიან პედაგოგებთან

27 მარტი, 2024

ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დღეს, საჯარო სკოლებში დასაქმებულ მრავალშვილიან დედებთან შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიებას პედაგოგებთან ერთად, საჯარო სკოლების დირექტორები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჯარო სკოლებში დასაქმებულ მრავალშვილიან პედაგოგებს და პერსონალს წარმატებები უსურვეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ხმალაძემ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა იოსებ ალიბეგაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, პირველმა მოადგილემ დავით ტაბატაძემ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ქეთევან მიშველიძემ, სამცხე-ჯავახეთის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ინა კაპანაძემ და სხვებმა. აღინიშნა, რომ შვილების აღზრდასთან ერთად წარმატებული და ნაყოფიერია მათი პედაგოგიური საქმიანობაც.

საჯარო სკოლების დირექტორებმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს დღევანდელი შეხვედრისათვის, აქცენტი გაკეთდა მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ მრავალშვილიან პედაგოგებსა და საჯარო სკოლების თანამშრომლებს, საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან და მუნიციპალიტეტის მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

+36

გააზიარე