ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ქალთა ოთახების გაერთიანების წარმომადგენლებთან

21 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტს ქალთა ოთახების გაერთიანების წარმომადგენლები ეწვივნენ. მათ დამსწრე აუდიტორიასთან ქალთა გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებზე, ქალთა ოთახების სერვისების საჭიროებაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჰამბარცუმ ბაბოიანი, სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კორდინირების სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე და მხარის მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 32 ქალთა ოთახი ფუნქციონირებს. ქალთა ოთახების გაერთიანების მიზანს კი კოორდინირებული მუშაობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

 

გააზიარე