ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასურსათო ამანათების დარიგება

21 დეკემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტში სასურსათო ამანათების დარიგება მიმდინარეობს

ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ.

ქალაქ ახალციხეში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარების ოჯახებს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა გადასცეს კუთვნილი სასურსათო დახმარება, რომელიც პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებისგან (ფქვილი, ზეთი, შაქარი, მაკარონი, ბრინჯი და წიწიბურა ) შედგება.

აღნიშნულ დახმარებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის შესაბამისად, 155 შეჭირვებული ოჯახი და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული 97 ოჯახი სარგებლობს.

გააზიარე