ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება

21 მარტი, 2024

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში არსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიების მოწესრიგება მიმდინარეობს.

გეგმიურ დასუფთავების ღონისძიებებს ა(ა)იპ ახალციხის სასაფლაოების მართვის ცენტრის“ თანამშრომლები ახორციელებენ. აღნიშნული ტერიტორიები სპეციალური ტექნიკის საშუალებით გაიწმინდა ბალახის, ხმელი ტოტებისა და სხვა ნარჩენებისგან.

მსგავსი სახის სამუშაოები პერიოდულად ტარდება, მნიშვნელოვანია, რომ სასაფლაოებზე მისულ მოქალაქეებს ტერიტორია მოწესრიგებული დახვდეთ.

+3

გააზიარე