ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამუშაო შეხვედრა ახალციხის მუნიციპალიტეტში

20 თებერვალი, 2024

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს, მოადგილე შოთა როსტიაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად გააცნო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები.

ახალციხის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

2022 წლიდან დღემდე აიზომა 776 297 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 603 110 მიწის ნაკვეთზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

რეფორმის განხორციელების შედეგად შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule

+8

გააზიარე