ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„სამოქალაქო ბიუჯეტირება-2024“

22 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო ბიუჯეტირების საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, პროგრამის მიმდინარეობა და განხორციელების ეტაპები განიხილეს, ასევე იმსჯელეს მომავალი წლის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის დაგეგმვაზე.

შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მერიის სამსახურების წარმომადგენლები, „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის (SCCSF)“ ხელმძღვანელი ნინო რუხაძე, რეგიონალური კოორდინატორი მამუკა ბექაური, HEKS/EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერი გიორგი თვალიაშვილი და პროექტის კოორდინატორი ოლგა ენდელაძე დაესწრნენ.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ - განმახორცილებელი - HEKS-EPER Georgia-ს რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ ერთობლივი თანამშრომლობით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტში 100 000 ლარია გათვალისწინებული, რომელიც მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივების დაფინანსებას მოხმარდება.

+8

გააზიარე