ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

20 აპრილი, 2022

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დღეს შეხვედრა გაიმართა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან.

შეხვედრის ფარგლებში, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, მიმდინარე მოვლენებზე და ძირითად პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

შეხვედრას, სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძვნებელი გიორგი ცხვიტავა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი თეონა ზურაბაშვილი უძღვებოდნენ.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო თემებზე გაამახვილეს ყურადღება. ასევე, დარიგდა სომხურ და ქართულ ენებზე მომზადებული გზამკვლევი და საინფორმაციო ბუკლეტები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

აღნიშნული შეხვედრა, მოეწყო პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სსიპ-ი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ახორციელებს. პროექტის მიზანია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და აღნიშნულ პროცესში საქართველოს მოქალაქეების ჩართვა.

+7

 

გააზიარე