ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საგაზაფხულო ღონისძიება ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღში

29 მარტი, 2024

ქალაქ ახალციხის №5 საბავშვო ბაგა-ბაღში თემატური საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა.

სასკოლო მზაობის ჯგუფი „ცეროდენა“ მოწვეული სტუმრებისა და მშობლების წინაშე ჯანსაღი ცხოვრების წესის და ვიტამინების თემაზე სახალისო, შემეცნებითი და მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ.

ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორი მარინა მერაბიშვილი, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ კაპანაძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულებების პედიატრები და აღსაზრდელთა მშობლები დაესწრნენ.

ღონისძიების ბოლოს სტუმრებმა ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ვიტამინების სასარგებლო თვისებების შესახებ აღსაზრდელთა ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და დღევანდელი საინტერესო აქტივობისთვის მადლობა გადაუხადეს როგორც, საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას, ისე ჯგუფ „ცეროდენას“ მასწავლებლებს და მუსიკალურ ხელმძღვანელს.

+30

გააზიარე