ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პრეზენტაცია „პოზიტიური მშობლობა“

26 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა თემაზე „პოზიტიური მშობლობა“ პრეზენტაცია გამართა.

შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის საბავშო ბაგა-ბაღების მენეჯერები, მეთოდისტები და ბაღების საკონსულტაციო საბჭოს წევრი მშობლები ესწრებოდნენ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა გახსნა.

სამინისტროს წარმომადგენელმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლისა და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვაზე ისაუბრა, აუტორიაში დასმულ შეკითხვებს უპასუხა და შეხვედრის თემატიკაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას საჩუქრად სახელმძღვანელოები გადასცა.

პრეზენტაცია პოზიტიური მშობლობის, ადრეული და სკოლამდელი განათლების როლის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შედგა.

+11

გააზიარე