ორალში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
სოფელ ორალში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზაზე ბეტონის საფარი ეწყობა.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.