ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

„მუნიციპალიტეტის მოხალისე 2023“ - საინფორმაციო შეხვედრა

12 დეკემბერი, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „მუნიციპალიტეტის მოხალისე 2023“ -ის ფარგლებში დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

პროგრამაში მონაწილე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აუდიტორიასთან გენდერულ თანასწორობაზე, მის მნიშვნელობასა და მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრეს. ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და დაძლევის პროცესში მათი, როგორც ახალგაზრდების ჩართულობას.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წლიდან მოხალისის პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა და ამ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობა.

პროგრამა ასევე, ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარებას, მათ გააქტიურებასა და წახალისებას. პროგრამა არის 6 თვიანი და მოიცავს ორ ფაზას. პირველ ეტაპზე ხდება ახალგაზრდების გადამზადება, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებით, ხოლო მეორე ფაზაში ახალგაზრდები მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ახორციელებენ.

+7

გააზიარე