ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა

20 May, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია სპორტული პროგრამების განყოფილების ორგანიზებით, ახალციხის სასპორტო სკოლაში, მაგიდის ჩოგბურთში ტურნირი ჩატარდა.

ტურნირში მონაწილოებას მუნიციპალიტეტში მცხოვრები 18 წლის ზემოთ მაგიდის ჩოგბურთის მოყვარულები იღებდნენ.

თამაში დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობდა, რის შემდეგაც გამოვლინდა გამარჯვებულები.

პირველი ადგილი სამველ სიმონიანმა დაიკავა, მეორე დავით ინასარიძემ, ხოლო მესამე ადგილი გიორგი ბერიძემ.

 გამარჯვებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით დაასაჩუქრა.

+4

გააზიარე