ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კლდეში შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

29 თებერვალი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გზის 800 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყობა.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

პროექტის დასრულების შემდეგ სოფლის მცხოვრებლები უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ.

სოფელ კლდეში ასევე, მონოლითური რკინაბეტონის ხიდისა და საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს.

+2

გააზიარე