ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება

28 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ალექსანდრე მელიქიძესთან ერთად მიმდინარე პროექტებს გაეცნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ კლდეში მონოლითური რკინაბეტონის ხიდის მოწყობის და სოფელ ზიკილიაში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებს და ადგილობივებს შეხვდნენ და პროექტების მიმდინარეობა განიხილეს.

სოფელ კლდეში არსებული მონოლითური რკინაბეტონის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ლითონის კონსტრუქციებით 10 მეტრი სიგრძის ხიდი ეწყობა, რომელზეც ბეტონის საფარი დაიგება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფლის მოსახლეობას გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება.

სოფელ ზიკილიაში კი შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყო. 400 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი და ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა.

ინფარსტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

+8

გააზიარე