ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გაეროს მოსახლეობის ფონდის საიუბილეო ღონისძიება

17 თებერვალი, 2024

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), საქართველოში 25 წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად,სასტუმრო “უინდემ გრანდ თბილისში” საიუბილეო ღონისძიებას და მეგობრების კლუბის პრეზენტაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი დაესწრო.

საიუბილეო ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორმა, შალვა ცისკარაშვილმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) წარმომადგენელმა თურქეთში, აზერბაიჯანის და საქართველოს ოფისების დირექტორმა, მარიამ ხანმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ.

ღონისძიებაზე გაეროს მოსახლეობის ფონდმა, აქტიური თანამშრომლობისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარაშვილს მადლობის სიგელი გადასცა.

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი 1999 წელს გაიხსნა და 25 წელია, UNFPA-ის საქართველოს გუნდი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში.

ფოტოები: გელა ბედიანაშვილი/UNFPA

გააზიარე