ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ჭაბუა ამირეჯიბის ლიტერატურული საღამო

5 May, 2022

დღეს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული საღამო მოეწყო.

ღონისძიება ქართველი მწერლისა და კლასიკოსის ჭაბუა ამირეჯიბის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ახალგაზრდებმა მწერლის ცხოვრება გაიხსენეს და მის შემოქმედებიდან ამონარიდები წაიკითხეს. ღონისძიებას მუსიკალურად ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან არსებული მგალობელთა გუნდი აფორმებდა.

ღონისძიებაში მონაწილე ახალგაზრდებს ა(ა)იპ კულტურის დაწესებულებების გაერთიანებამ საჩუქრად წიგნები გადასცა. ასევე საღამოზე აღინიშნა, რომ ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ბიბლიოთეკარის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სერთიფიკატი გადაეცა.

საღამოს ახალციხელი ახალგაზრდები, ადგილობრივი თვითმმართველობის, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

+11

 

გააზიარე