ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერიაში სკოლამდელი აღზრდის სტრატეგიაზე იმსჯელეს

20 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი, სკოლამდელი აღზრდის ექსპერტს გიორგი მესხიძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს კოორდინატორს თეა ძოწენიძეს და სკოლამდელი განათლების სამმართველოს უფროს სპეციალისტს მარიამ ჩიბუხაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე, სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლებმა, დამსწრეებს მათ მიერ მომზადებული სამოქმედო სტრატეგია გააცნეს და ძირითად პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტს, სრული მხარდაჭერა ექნება სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს "ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტების დონეზე". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები. მათ შორის, აღმზრდელ-პედაგოგების პროფესიული გადამზადება, ხარისხიანი და ინკლუზიური სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა და სხვა. გასულ წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა არაერთი ონლაინ და პირისპირ შეხვედრა საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას.

+5

 

გააზიარე