ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

19 აპრილი, 2022

ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების ორგანიზებით გასვლითი ტური მოეწყო თისელის წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრების მოსანახულებლად.

ინფოტურის ფარგლებში სტუდენტებმა თისელის ეკლესიები მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სარესტავრაციო და აღდგენითი სამუშაოების პროცესს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა რევაზ ანდღულაძემ და ისტორიკოსმა რომან გოგოლაურმა ტურის მონაწილეებს ისტორიული ძეგლების, როგორც ტურისტული, ისე ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, სტუდენტებმა მერიის თანამშრომლებთან ერთად, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ისტორიული ძეგლების საერთაშორისო დღე 1983 წელს იუნესკოსა და იკომოსის გადაწყვეტილებით დაწესდა და მას მთელ მსოფლიოში, 1984 წლიდან აღნიშნავენ.

+6

 

გააზიარე