ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ახალმა სამგზავრო ავტობუსებმა ოპერირება დაიწყეს

29 მარტი, 2024

ქალაქ ახალციხეში ახალმა სამგზავრო ავტობუსებმა ოპერირება დაიწყეს.

პირველ ეტაპზე, მუნიციპალური ტრანსპორტი სატესტო რეჟიმში ქალაქის მასშტაბით იმოძრავებს და მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, სულ მალე კი ახალი ავტობუსებით სარგებლობა სოფლების მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

ავტობუსებმა დილის 08: 00 საათიდან დაიწყეს მოძრაობა საბარგო სადგურის, რაბათის უბნის, ზარზმელის ქუჩის, საავადმყოფოს და წრიული მარშრუტებით. განრიგისა და აღნიშნული მარშრუტების შესახებ თანამშრომლებს დეტალური ინსტრუქცია კიდევ ერთხელ გააცნო ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორმა თორნიკე ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მხარდაჭერით, ახალციხის მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. EURO 5-ის შესაბამისი, კომფორტული ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

+20

გააზიარე