16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 - დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმნენ და ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის ქალთა რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ინა კაპანაძემ, ტრენერმა და პედაგოგმა ნანა იოსელიანმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ.
დამსწრეებს გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციაზე, სახელმწიფოში არსებულ საკანონმდებლო და სამართლებრივ მექანიზმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მოწვეულმა სპიკერებმა, ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარიკა ჩიტაშვილმა და სამცხე--ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ.
ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და სამცხე-ჯავახეთის ქალთა რეგიონული ორგანიზაციის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.