ვალის საბავშვო ბაღში საშემოდგომო აქტივობა მოეწყო.
ბაღის ეზოში მოწყობილი იყო საშემოდგომო კუთხეები, სადაც მოსავალი ჰქონდათ გამოფენილი. პატარებმა საკუთარი ხელით, ყურძენი დაწურეს, ჩურჩხელები ამოავლეს და ხინკალიც მოახვიეს.
პატარების აქტივობას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვალის საბავშვო ბაღს ახალი საბავშვო ლიტერატურა გადასცეს. წიგნები ეტაპობრივად ყველა საბავშვო ბაღს დაურიგდება.