Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

13 December, 2023

ახალციხის მუნიციპალიტეტი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

აქტიურად მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში საახალწლო სამზადისი. სხვადასხვა დეკორაციებითა და ილუმინაციებით ირთვება ქალაქის ქუჩები.

აღსანიშნავია, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დეკორაციებისა და ილუმინაციების ნაწილი ახალციხის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადმოეცა.

დაწყებულია ქალაქის ახალი, მთავარი ნაძვის ხის აწყობა.

ახალციხელებს და ქალაქის სტუმრებს წელს განსაკუთრებულად ლამაზი გარემო და მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა ელოდებათ.

 

+8

Share page