Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ტატანისში ახალი ამბულატორიის შენობა აშენდა

2 February, 2022

პირველადი ჯანდაცვის ადგილზე უზრუნველყოფის მიზნით,  სოფელ ტატანისში ახალი ამბულატორია აშენდა და  კეთილმოეწყო ეზო.

შენობის   შესაბამისი ინვენტარით აღჭურვის შემდეგ  სოფლის მაცხოვრებლებს პირველადი ჯანდაცვის მომსახურება ადგილზე გაეწევათ.

პროექტი  მოსახლეობის გადაწყვეტილებით, დასახლებებში გამართულ საერთო კრებაზე ხმათა უმრავლესობით შეირჩა. სამუშაოები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“  და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

Share page