Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

რუსთაველის ქ. N99 ა-ში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

27 January, 2022

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქ. N99 ა-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა  და წყალ-საკანალიზაციო  სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

ინფრასტრუქტურული პროექტი ითვალისწინებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სარდაფში  აფეთქების შედეგად დაზიანებული მზიდი კონსტრუქციის აღდგენას, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება  წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემებს.

ამ დროისთვის შენობაში აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

Share page