Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა.

6 August, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში,  სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელმა და  თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის უფლებამოსილებებთან ერთად,  ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები და ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციები გააცნეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის წახალისების საკითხებზე, ასევე - თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისობაზე თანასწორობის პრინციპთან.

ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები შეხვედრის განმავლობაში განხილული ცალკეული საკითხების შესახებ.

შეხვედრა, ორგანიზატორებისა და თითოეული მონაწილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით,  კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების  დაცვით ჩატარდა.

 

Share page