რუსთაველის ქუჩის №124-ში ახალგაზრდული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის №124-ში ახალგაზრდული ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება არსებულ ორსართულიან შენობას. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
რუსთაველის №124-ში უფუნქციოდ დარჩენილი ტერიტორია მნიშვნელოვნად აფერხებდა ქალაქის განვითარებას. 2019 წელს სამხარეო ადმინისტრაციის ხელშეწყობით ტერიტორიის ნაწილი, მუნიციპალიტეტს გადაეცა. რის შემდეგაც დაიგეგმა აღნიშნული ტერიტორიის განაშენიანება და ქალაქის ურბანულ სისტემაში ინტეგრირება.