„სამცხისა“ და „კასპის“ დაპირისპირება ანგარიშით 4-0 დასრულდა
ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის რეგიონული ლიგის გათამაშება გრძელდება.
თამაში ქალაქ ახალციხეში, მიხეილ იაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. მუნიციპალიტეტის მიერ ახლადშექმნილი გუნდის - ახალციხის „სამცხეს“ მეტოქე საფეხბურთო კლუბი „კასპი“ იყო.
შეხვედრის დაწყებამდე „სამცხის“ ფეხბურთელს დავით ინასარიძეს მე- 500 თამაშში მონაწილეობა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
მატჩი „სამცხის“ სრული უპირატესობით დაიწყო, მეტოქე დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა.
ახალციხის „სამცხემ“ მე-10-ე ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-2-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია „სამცხეს“ მორიგ გამარჯვებას ულოცავს და ჩემპიონატში წარმატებებს უსურვებს.