№1 საბავშვო ბაღის შენობის კეთილმოწყობა დასრულების ეტაპზეა
ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს კეთილმოწყობა დასრულების ეტაპზეა.
ახალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას. თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.
პროექტი 499 999 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.