ურაველში ამბულატორიის მშენებლობა გრძელდება
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურაველში ამბულატორიის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ასევე, ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის კიდევ რვა სოფელში მიმდინარეობს. ესენია: აგარა, ღრელი, სხვილისი, კლდე, თისელი, საძელი, ხეოთი და პატარა პამაჯი.