რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად გრძელდება
ქალაქ ახალციხეში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი აქტიურად გრძელდება.
პროექტის ფარგლებში კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ღრელის ასახვევიდან, 9 აპრილის ქუჩამდე გზის 250 მეტრიან მონაკვეთზე.
ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და საცხოვრებელ სახლებთან მიერთებები.