სათნოების სახლის ბენეფიციარები თეატრში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სათნოების სახლის ბენეფიციარები „თეატრალური ფესტივალის ფარგლებში“ სპექტაკლზე „იაკიში და პუპჩე“ -ზე მიიწვია.
მსოფლიო პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.