Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

თამარაშვილის ქუჩა N2-ში ლიფტები მონტაჟდება

17 July, 2019

ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (8 სართულიანი) ლიფტების მონტაჟი მიმდინარეობს.

კორპუსის ერთ სადარბაზოში უკვე დამონტაჟდა ლიფტი, დანარჩენებში კი სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში იქ მაცხოვრებლებს შეეძლებათ ლიფტით გადაადგილება.

სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.

აღსანიშნავია, რომ თამარაშვილის ქუჩა N2-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტები წლებია მწყობრიდან იყო გამოსული და მაღალ სართულებზე მცხოვრებ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. 

Share page