ახალციხის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა
ახალციხის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა.
საღამო სტუდია „პალიტრა“-ს და ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“-ს კონცერტით გაიხსნა, რის შემდეგაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთო და შეკრებილ საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
პარალელურად მიმდინარეობდა საახალწლო თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.
ღონისძიებას მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.