სტუმრად სათნოების სახლში
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ა(ა)იპ სათნოების სახლს ესტუმრა.
მოადგილესთან რუბენ კარაპეტიანთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მერმა სათნოების სახლის ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
„დღეს ჩვენ აქ მოვედით, რომ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი და მუნიციპალიტეტისაგან საჩუქრები გადმოგცეთ. მინდა, მხნეობა და ჯანმრთელობა გისურვოთ, ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ თქვენზე და გვერდში დაგიდგებით“-განაცხადა ზაზა მელიქიძემ.
საახალწლო საჩუქრები (ტკბილეულის სასაჩუქრე პაკეტი, კარაქი და ქათამი) 190 ბენეფიციარს გადაეცა გადაეცათ.