ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვაჟა აზარაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

16 ივლისი, 2021

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ახალციხის საპატიო მოქალაქის, საქართველოს სახალხო არტისტის, შ. რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, პროფესორისა და კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

კომპოზიტორმა, მეგობრებთან ირმა სოხაძესთან და ზურაბ კობეშავიძესთან ერთად, ახალციხელი მსმენელისთვის ყველასთვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები შეასრულა.

კონცერტის დასასრულს ვაჟა აზარაშვილს სამხარეო ადმინისტრაციისგან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა ხანგრძლივი, ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საღამოს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.

გააზიარე