ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

11 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა  ვალეში, რომელსაც   მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იოსებ კაპანაძე,  საკრებულოს დეპუტატი და მერის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები და კონსულტაციები 22 თებერვალს დაიწყო და 12 მარტს დასრულდება.

გააზიარე