ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ვალეში COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჩატარდა

20 აგვისტო, 2021

საყოველთაო იმუნიზაციის პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ვალეში, „ჯანმრთელობის სახლში“ ჩატარდა, სადაც მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინის გაკეთება. პროცესში თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები იყვნენ ჩართულები.

ვაქცინაციის პროცესს სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.

ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

მოსახლეობის ვაქცინაცია, დღეს, სოფელ აგარის ამბულატორიაში მიმდინარეობს, სადაც მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებს შეუძლიათ აცრის ჩატარება.

გარდა ამისა, ქალაქ ახალციხეში, COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით, „ევექსის - ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში“ და „კლინიკა იმედში“ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.

გააზიარე