ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო სასადილოს ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი დაურიგდათ

17 აპრილი, 2020

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ახალციხის სათნოების სახლის“ ინიციატივით, უფასო სასადილოს ბენეფიციარებმა სააღდგომო ნობათი მიიღეს.

190 ბენეფიციარს, საღდგომო პასკა და კვერცხი, ყოველდღიურ საკვებთან ერთად დაურიგდა, მათ შორის 90 ხანდაზმულს მერიის მოხალისეებმა ნობათი ბინაზე მიაწოდეს.

მოხალისეებმა საკუთარი სახსრებით, ბენეფიციარებს ტკბილეულიც შეუძინეს. აგრეთვე, მათ საკუთარი პროდუქცია ახალციხის მუნიცილალიტეტის სოფელ მუსხში არსებულმა კარტოფილი ფრის საწარმომ „ფრეკომ“ გადასცა.

სააღდგომო საჩუქრის მომზადებისა და დარიგების პროცესს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილემ გურამ მელიქიძემ გაეცნო.

გააზიარე