ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

უფასო ოფთალმოლოგიური გასინჯვები

12 სექტემბერი, 2020

ახალციხეში, თვალის კლინიკამ „ახალმა მზერამ“, უფასო ოფთალმოლოგიური გასინჯვები ჩაატარა, თვალის სნეულებათა გამოსავლენად და სამკურნალოდ.

აქცია მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაცია და გამოკვლევები კლინიკის პროფესიონალმა ექიმებმა ჩაატარეს, რაც ითვალიწინებდა კატარაქტის და გლაუკომის სრულ გამოკვლევას კომპიუტერული აპარატურით, თვალშიგა წნევის მონიტორინგს, სათვალის შერჩევას და სათანადო კონსულტაციის გაწევას ახლომხედველობის, შორსმხედველობის და ასტიგმატიზმის დროს.

აქცია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მოეწყო.

გააზიარე