ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

10 მარტი, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად გრძელდება.

საერთო კრებები და საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა სოფლებში ივლიტაში, ზემო სხვილისში და სხვილისში. შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რუბენ კარაპეტიანი და ალექსი ზედგინიძე საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაესწრნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასახლებაში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და წარმოდგენილი წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს პრიორიტეტები.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ახალციხის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 612 000 ლარი დაიხარჯება. პრიორიტეტების გამოსავლენად, დასახლებებში საერთო კრებები და კონსულტაციები 22 თებერვალს დაიწყო და 12 მარტს დასრულდება.

გააზიარე